პ რ ო ე ქ ტ ი
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
მზიანა მარქარაშვილი
|
რაიონი, სკოლა
|
კასპის მე-2 საჯარო სკოლა
|
თემის მონახაზი
|
წიგნიერების როლი მოსწავლეთა განვითარაბაში.
|
თემის შინაარსი
|
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საწერ იარაღებზე და მასალებზე, უძველეს ხელნაწერ წიგნებსა და პირველ ბეჭდურ წიგნებზე, საეკლესიო ხასიათის ძველ წიგნებზე, წიგნების მნიშვნელობაზე,
|
საგანი, კლასი
|
ქართული ენა და ლიტერატურა მე-8კლასი
|
დროის ჩარჩო
|
ერთი თვე
|
ინდიკატორი
|
ქარ.8.1.მოსწ.აქვს ინფორმაციის მიღებისა და გაგაცემის უნარი.
|
ქართული.8.3 მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტაქტების შესაბამისად.
ქართ.8.5 მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება.
ქართ.8.8 მოსწავლეს შეუძლია დამოულკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები.
ქართ.8.15 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
მოსწავლეების ამოცანები,სწავლის შედეგები.
მოსწავლეები შეძლებენ და მოიძიებენ ინფორმაციებს საწერი მასალისა და საწერი იარაღების შესახებ.
მოიძიებენ ცნობებს ხელნაწერი წიგნებისა და პირველ ბეჭდურ წიგნებზე.
ისაუბრებენ უძველეს საეკლესიო ხასიათის წიგნებზე.გამოიყენებენ ტექნოლოგიურ საშუალებებს სხვადასხვა თემის მოსაძიებლად.შესძლებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას.შესძლებენ დისკუსიაში მონაწილეობას.
მიმართულების მიმცემი თემატური კითხვები.
როგორია ცივილიზებული ადამიანი?
რატომ კითხულობთ წიგნებს?
როგორ შეიქმნა წიგნი?
ხდებოდა თუ არა მათი დაცვა და რატომ?
სჭირდება თუ არა თანამედროვე სამყაროს წიგნი?
როგორ მზადებოდა წიგნი,რა იყენებდნენ საწერ მასალად და იარაღად?
სად ინახებოდა წიგნები? მოხდება თუ არა წიგნის ჩანაცვლება კომპიუტერით?
შეფასების გეგმა.
პროექტის დაწყებამდე
გონებრივი იერიში,თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხები.
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებას: თვითშეფასება,ჯგუფებზე დაკვირვება,კითხვები.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:
პროექტის შეფასების პრეზენტაცია და რუბრიკა.
სპეციალური საჭიროებები-არ მყავს.
არაქართულენოვანი-არ მყავს.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები-წერენ და წარმოადგენენ ესეს.
სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები:ფოტოკამერა,კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი,საბეჭდი მანქანა,პრინტერი,პროექტორი,ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა,ფორმატი და თაბახის ფურცელი.
ვიზიტი სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში.
Комментариев нет:
Отправить комментарий